Tuesday, April 13, 2010

მოკლე რეზიუმე

ბატონი ჯემალის ბლოგში გავეცანი თემას "ისტ-ის სწავლება". ვთვლი, რომ მართლაც მნიშველოვანია მისი სრულყოფილად სწავლება სკოლებში.  იგი უნდა ისწავლებოდეს უფრო საფუძვლიანად და მოსწავლეს მარტივად უნდა შეეძლოს საჭირო ინფორმაციის მოძიება. კარგია თამაშების ცოდნა, თუმცა რაღაც ახლის წაკითხვა და გაგება უფრო მნიშვნელოვანია.

მოსწავლეები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ იმასთან დაკავშირებით თუ რამხელა აკადემიურ და პროფესიულ  შესაძლებლობებს იძლევა ინტერნეტის საიტები. ისინი უნდა იყვნენ მუდმივად ახალი ინფორმაციის ძიებაში. 

ჩემი აზრით, კარგი იქნება დრო ეთმობოდეს იმაზე საუბარს, თუ რომელმა მოსწავლემ რა ახალი ინფორმაცია მოიძია(თუმცა ეს შეიძლება მოხდეს კვირაში ერთხელ, შეჯამების სახით), რა იყო მისთვის საინტერესო. ამით მოსწავლეები გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთ მიერ ნაპოვნ საინტერესო მასალას და უფრო გაიფართოვებენ ცოდნას სხვადასხვა საკითხზე.