Sunday, April 18, 2010

14 აპრილის ლექცია

14 აპრილს ჩატარებულ ლექციაზე ვნახე თუ რამდენად საინტერესოდ შეიძლება წარიმართოს და ჩატარდეს ერთი ჩვეულებრივი გაკვეთილი (ლექცია), თანაც ისე სახალისოდ , რომ ვერც შენიშნო რამდენად მნიშვნელოვან დავალებას ასრულებ.  

   ჩავატარეთ გამოკითხვა, რომელიც ასე დაიწყო: ლექტორმა შემოგვთავაზა სიტყვა "ტკბილეული", ჩვენ ჩამოვთვალეთ ყველა ის ტკბილეული, რომელიც გაგვახსენდა. გავაკეთეთ ობობის ქსელი.  ჩამოთვლილი ტკბილეული კი გავყავით რამდენიმე ჯგუფად. ესენია: 1. სითხე, 2. ცომეული, 3. მყარი, 4. ხილი. შემდეგ აუდიტორიაში მყოფი სტუდენტები დავიყავით 4 ჯგუფად, რომელშიც შედიოდა 4 სტუდენტი. თითოეულ ჯგუფს, სპეცუიალური შერჩევის გზით შეგვხვდა 4 თემიდან ერთი (ჩემ ჯგუფს შეხვდა თემა "მყარი")  და დავიწყეთ მისი კვლევა. გამოკითხვა ჩავატარეთ უნივერსიტეტის გარეთ და ამისთვის მოცემული გვქონდა 45 წუთი. უნდა გაგვერკვია იყო თუ არა დამოკიდებული ფასზე ტკბილეულის გემო, კითხვა თავად ლექტორმა შემოგვთვაზა რომელის ასე ჟღერდა: "რაც უფრო ძვირია მით უფრო გემრიელია?". გამოკითხვამ წარმატებით ჩაიარა, ჩვენ გამოვკითხეთ სხვადასხვა ასაკის ადამიანები და საბოლოოდ გავაკეთეთ დასკვნა. მათი პასუხებიდან აღმოჩნდა, რომ ტკბილეულის გემო არ არის დამოკიდებული ფასზე.  მიღებული შედეგი გავაცანით აუდიტორიას.

ამ ლექციაზე მე გავეცანი ერთ-ერთ სტრატეგიას "მე ვიკვლევ", რომელიც ჩავატარეთ ჯგუფებში. მოპოვებული ინფორმაცია იყო  "მშრალი",  ვეცდები კოპმპიუტერის საშუალებით გავამდიდრო და გავამრავალფეროვნო. დამატებით იხილეთ აქ: