Tuesday, June 8, 2010

ინფორმაცია ჩემ შესახებ

 მე ვარ ქეთევან ხარაიშვილი. ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ფაკულტეტზე, მე-4 კურსზე. გავიარე კურსი "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება დაწყებით სკოლაში", რომლის შემდეგაც ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე  ისტ-ის მნიშვნელობაზე,რომლის გამოყენებით მოსწავლეებს მივაწვდი მაღალი ხარისხის ინფორმაციას, გავზრდი მათი სწავლის მოტივაციასა და ინტერესს. მივიღე ცოდნა "სასწავლო პროექტების შესახებ", მათ დაგეგმაზე, მომზადებასა და განხორციელებაზე. შევძლებ პროექტის დაგეგმისას ისტ-ის გამოყენებას.

ეს არის ჩემი პერსონალური ბლოგი, რომელიც სალექციო კურსის განმავლობაში შევქმენი, მისი შექმნისას გამოვიყენე სხვადასხვა საშუალებები, რომელიც მანამდე არ ვიცოდი, მაგალითად: ბმულის მიბმა, თუმცა თავდაპირველად არც ბლოგის შექმნა არ ვიცოდი. აქ მოცემულია კურსის გავლის დროს დამუშავებული მასალები, კოლოქვიუმზე დაწერილი დავალებები. ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში მას გავამდიდრებ ინფორმაციით, ჩემ მიერ დაგეგმილი გაკვეთილებით და უფრო საინტერესოს გავხდი. 


Friday, June 4, 2010

1-ლი კოლოქვიუმის დავალება

აქ ნახავთ პირველი კოლოქვიუმის დავალებას, რომლიც ეხება: "აირჩიეთ ერთ-ერთი საგანი , რომელიც ისწავლება დაწყებით სკოლაში. გაეცანით ამ საგნის სწავლებისას მისაღწევ შედეგებს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

GEARN-ის სამი პროექტიდან: ”ხაჭაპური”, ”ტიტები და ნარცისები”, ”ჩემი სახელი მსოფლიოში”, რომელს გამოვიყენები ამ საგნის სწავლებისას და რატომ?"

თუ დაგაინტერესებთ, რომელი საგანი და პროექტი დავუკავშირე ერთმანეთს შეგიძლიათ იხილოთ აქ

კურსის გავლისას დამუშავებული მასალები

ისტ-ის კურსის გავლისას  გავეცანი სახელძღვანელოს "ინფორმაციულ-საკომუნიკციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში". აღვნიშნავ, რომ მართლაც საინტერესო წიგნია და ამომწურავადაა ინფორმაცია მოცემული, იმისათვის, რომ  სკოლაში მუშაობის პერიოდი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ, შედეგიც შესაბამისი მივიღოთ. 

გავეცანი საიტებს, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მოცემულია პროექტები, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ სწავლების დროს, ან შევქმნათ უკეთესი.  

კურსის დროს გავეცანი შემდეგ საიტებს:

www.gmail.com

www.blogger.com

www.gearn.blgspot.com

www.iearn.org

www.lemill.net

კურსის გავლის შემდეგ, ვფიქრობ, რომ 

  • გავაცნობიერე ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობა თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ-პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
  • შევძლებ ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის ამოცანების შესაბამისად, კერძოდ: 

ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;

ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად;

სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდიდრებულ სასწავლო გარემოში;

მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;

მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას;

  • ევძლებ ისტ-ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის;
  • შევძლებ მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ-ის გამოყენებით;
  • შევძლებ ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.

აღვნიშნავ, რომ კურსის არჩევისას სწორი არჩევანი გამიკეთებია, რაც საბოლოო შედეგზე აისახა,  უფრო მეტი ვიცი ისტ-ის გამოყენებისა და მისი დანიშნულების  შესახებ, გავეცანი მრავალფეროვან ინტერნეტ რესურსებს.




Monday, May 17, 2010

"gearn"-ის პროექტი ისტ-ის გამოყენებით

აქ ნახავთ "gearn"-ის პროექტს ისტ-ის გამოყენებით, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ თავად პროექტში უკვე გამოყენებული იყო ისტ-ის საშუალებები და ცოტა მეც დავამატე. თუ დაგაინტერესებთ შეგიძლიათ იხილოთ აქ

პროექტი "გამოფენა"

აქ ნახავთ ჩემ მიერ დაწერილ პროექტს, რომელიც ეხება თემას "სასკოლო გამოფენა".

Tuesday, April 27, 2010

21 აპრილის ლექცია


                                                                                                                                                                                                                                                                                                    "სწავლა სიკვდიმდე შენია მუდამ შენთანა მყოფელი..."

   თანამედროვე სამყაროში, სადაც მიმდინარეობს თითქმის ყველა დარგის კომპიუტერიზაცია, ჩვენი ყოველდღიური თუ პროფესიული საქმიანობა სულ უფრო მეტად მოითხოვს ისტ-ის ცოდნასა და სისტემატურ გამოყენებას. საჭიროა უფრო მეტად დავხვეწოთ  და გავამრავალფეროვნოთ ჩვენი ცოდნა. ამაში კი დაგვეხმარა 21 აპრილის ლექცია, როდესაც ვისწავლეთ ბმულის გაკეთება. ზოგადად, ამ ლექციების მიზანიც ეს არის: მივიღოთ ცოდნა, რათა მოვერგოთ თანამედროვე საზოგადოებას.


Wednesday, April 21, 2010

პროექტი "ღარიბაღელე"

გავეცანი პროექტს და შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ძალიან საინტერესო იყო, აღსანიშნავია ის მონდომება, რაც ქიმიის მასწავლებელს გამოუჩენია, ვფიქრობ ამ პროექტის განხორციელება არც ისე მარტივი იქნებოდა. მართლაც საინტერესო საკითხია დამუშავებული. ისეთი პროექტია, რომ სურვილი გამიჩნდა რაღაც მსგავსი მეც მოვიფიქრო.
მომეწონა, ის რომ მასალა ყველა კუთხითაა განხილული, ანუ გამოყენებულია საგანი ქიმიაც და ზოგადი ცნობებიცაა სხვა საკითხებთან დაკავშირებით.